18 Oct
18Oct

ჩემი პირადი მოსაზრება ქალაქში საცობების შესახებ:

თბილისში დღითიდღე იზრდება მანქანების რიცხვი, და შესაბამისად საცობებიც.. ქალი, კაცი, დიდი თუ პატარა ყველა მანქანით დადის. რის გამოც მთელი დღის განმავლობაში საცობებია მთელს ქალაქში, საბუთალოზე ხო განსაკუთრებით და მითუმეტეს პიკის საათებში. ასე თუ გაგრძელდა ქალაქში გავლა მალე შეუძლებელი გახდება, იმდენად გადაიტვირთება გზები. ამ მდგომარეობის გამოსწორების და გამოსავლის გზა ჩემი აზრით მხოლოდ ერთია.უნდა გააძვირონ ბენზინი, დაახლოებით 10 ლარი რომ ღირდეს 1 ლიტრი ბენზინი ყველა ვეღარ შესწვდებოდა ბენზინის ხარჯს. რითაც 60 პროცენტამდე (თუ მეტით არა) შემცირდებოდა მანქანების რიცხვი ქალაქში. და ხალხი დაიწყებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულს. ამიტომ მარშუტკების, ავტობუსების რიცხვი უნდა გაიზარდოს რომ ხალხმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება და რიგები არ დადგეს ახლა ტრანსპორტზე..და კიდევ ეს გაძვირებული ბენზინის ფასი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ ჩვეულებრივ მძღოლზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ფოსტის, დისტრიბუციის და ა.შ სამსახურების წარმომადგენლები სამსახურის მანქანაში ჩვეულებრივი ფასით უნდა ასხავდნენ ბენზინს. და ტაქსებზე ასეთი რამის გაკეთება შეიძლება. ტენდერი უნდა გამოაცხადოს სახელმწიფომ და რომელი ტაქსის კომპანიაც გაიმარჯვებს მხოლოდ მათთვის იქნება საწვავის ჩვეულებრივი ფასი. რითაც ტაქსების რიცხვიც შემცირდება და აღარ ივლის ამდენი ტაქსი ქალაქში. ლამის ყოველი მეორე მანქანა ტაქსი როა... ქალაქი საგრძნობლად განიტვირთება, და აღარც ამდენი გამონაბოლქვი იქნება ასე საშინლად რომ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას....

Comments
* The email will not be published on the website.
I BUILT MY SITE FOR FREE USING