სვანები ფეხბურთს მე-7 სართულზე თამაშობენ. ბურთი ძირს გადავარდება და ყველა გაიქცევა ბურთის ამოსატანად. ერთი მათგანი პირდაპირ მე-7 სართულიდან გადახტება. დანარჩენები რო ჩავლენ და ნახავენ რო გადამხტარი ძირს გდია მივარდებიან და დაუწყებენ ფეხების რტყმას: ააა შენ მოკლე გზა იცოდი და ჩვენ რატო არ გვითხარიოო
სომეხი და ებრაელი არიან ღმერთთან. ღმერთი ეტყვის: თითო სურვილს შეგისრულებთ რასაც მთხოვთო. და ჯერ ებრაელს ეკითხება: რა გინდაო? ამ დროს სომეხი დაასწრებს: რასაც ინატრებს ორი იმდენი მე მინდაო. ებრაელი ინატრებს: - ცალი თვალი ამომთხარეო...
სომეხი და გელა გარბიან და მკვლელები მისდევენ. შეასწრებენ ტყეში და ბუჩქებში დაიმალებიან. სომეხს იპოვნიან, გამოათრევენ და სომეხი ყვირის: ეხ გამო, გამო გელა, გვიპოვესო..
სომხები ქეიფობენ და ყველა გამვლელს ეუბნებიან: თქვი ღმერთმა მარტო სომხებისთვის გვამუშაოსო. ვინც არ ამბობს მაგრად ცემენ. გამოივლის მეგრელი. იმასაც იგივეს მოსთხოვენ. მეგრელი ეტყვის: ღმერთმა ოღონდ სულ სომხებისთვის მამუშაოს. და თუ უნდა შაბათ კვირასაც არ დამასვენოსო. სომხები დასვავენ და აქეიფებენ. მერე კითხავენ: რა პროფესიის ხარო? მეკუბოვეო უპასუხებს მეგრელი