15 Nov
15Nov

   მოგეხსენებათ რომ ტელეფონში იუთუბის აპლიკაციის ჩაკეცვისას ნებისმიერი რამ რასაც უყურებთ ან უსმენთ ითიშება, იგივე ხდება ინტერნეტ ბრაუზერით ჩართვის დროსაც განსხვავებით კომპიუტერისა. (კომპიუტერში შეგიძლია ჩართო მუსიკა იუთუბში, შემდეგ ჩაკეცო და კომპიუტერში აკეთო ნებისმიერი რამ მუსიკის ფონზე, მაგრამ ტელეფონში ან თუნდაც პლანშეტში ეს შეუძლებელია, უბრალოდ მესიჯსაც კი ვერ გააგზავნი, მაშინვე ითიშება იუთუბი)

     ბევრს აინტერესებს ალბათ რატომ ხდება ასე. ეს იმიტომ რომ იუთუბს აქვს ცალკე სერვისი სახელწოდებით ,,YouTube Red". ამ სერვისის ჩართვისას უკვე შესაძლებელია იუთუბის პროგრამის ჩაკეცვა და მუსიკების ფონში მოსმენა. ამ სერვისით სარგებლობა კი ფასიანია და არცთუ იაფია.  თვეში 9,99 დოლარი ღირს. და თანაც საქართველოსთვის ჯერ მიუწვდომელია ეს სერვისი და თუ ამ სერვისით სარგებლობას გადაწყვეტთ VPN გამოყენება მოგიწევთ..

    მაგრამ არსებობს ერთი გზა იუთუბის მუსიკების მოსასმენად, ისე რომ თან სხვა რამეც აკეთოთ თქვენს ტელეფონსა თუ პლანშეტში.  ამის მოსმენა ალბათ გაუხარდებათ იმათ ვინც მუსიკებს იუთუბში უსმენს და არა მხოლოდ მათ.

ეს გზა არის აპლიკაცია YANDEX BROWSER. მისი საშვალებით შესაძლებლობა გეძლევათ იუთუბის მუსიკებს მოუსმინოთ ფონში და თანაც შეტყობინების დაფაზე გამოაქვს ღილაკი რომელიც საშვალებას გაძლევთ შეტყობინების დაფიდან მართოთ მუსიკა. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოა.. 

მისი დახმარებით აგრეთვე შეგიძლიათ ნებისმიერი ხმოვანი გვერდის ჩაკეცვა და ხმის ისე მოსმენა, როგორც ეს კომპიუტერში ხდება.

P.S იანდექს ბრაუზერის გადმოწერა შეგიძლიათ მარკეტებიდან როგორც ანდროიდისთვის (GOOGLE PLAY STORE)-დან ასევე აიფონისთვის (APP STORE)-დან

Comments
* The email will not be published on the website.
I BUILT MY SITE FOR FREE USING